Saturday, June 1, 2013

პროექტის სახელწოდება: მედიცინა XXI საუკუნეში.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ სამედიცინო დარგები , პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლა, შეძლონ ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება.
მოსწავლეთა ასაკი: 16 წელი
ვადები: 15 დღე
პროექტისთვის საჭირო , ძირითადი რესურსი: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, სამედიცინო თვალსაჩინოებები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანის ანატომიას, საჭირო მედიკამენტების მიღების წესებს, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს, პირველად დახმარებას, სნეულების თავიდან აცილებას, აცრების აუცილებლობას და სტაციონალურ მკურნალობას.
პროექტის მსვლელობა: 1 . საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა.
                                             2.  საჭირო სახელმძღვანელოების მოძიება.
                                              3.  კლასის დაყოფა ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლე.
           ჯგუფს მივეცი განსხვავებული თემები, მედიცინის სხვადასხვა დარგებიდან და ვადები, პროექტი დავიწყე 1 მაისს და დასრულდა 16 მაისს.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ადამიანის ანატომია და ქიმია.. ენები: ლათინური და ინგლისური.
პროექტის ხელმძღვანელი:  თეონა ნასყიდაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  naskidashviliteona@gmail.qom.
ჯგუფებს მივეცი შემდეგი თემები: რა არის ავადმყოფობა, ექიმთან წასვლა, მედიკამენტები, მკურნალობის სხვადასხვა მეთიოდები, პირველადი დახმარება, სნეულების თავიდან აცილება, აცრები,სტაციონარები.
                                                           

                                                            მედიცინა
         
            მედიცინა მეცნიერების ის დარგია, რომელიც ავადმყოფობის განკურნებას უწყობს ხელს. მრავალი ავადმყოფობა სხეულში შეღწეული მავნე მიკრობებითაა გამოწვეული. მიკრობები პატარა თვალით უხილავი ცოცხალი არსებებია. ადამიანის სხეული სხვადასხვანაირად რეაგირებს მიკრობებზე. მაგალითად: ტემპერატურის აწევით ან გამონაყარით. ამას ექიმები სიმპტომებს ეძახიან. სწორედ ამ სიმპტომების გამოკვლევის შედეგად ვიგებთ, თუ რა წამალია საჭირო ავადმყოფის მოსარჩენად. არსებობს სხვადასხვა სახის წამლები. მაგალითად: ანტიბიოტიკები, რომლებიც სისხლში მავნე მიკრობებს ანადგურებენ. ზოგი წამალი ტკივილგამაყუჩებელია, ზოგი სიცხის დამწევი, ანტიალერგიული და სხვა.
             არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად: აკუპუნქტურა, რომელიც ავადმყოფობას კანში წვრილი ნემსების უმტკივნეულო ჩხვლეტით კურნავს. ჰომეოპათი ექიმები სამკურნალოდ მცენარეული და მინერალური წამლების უმცირეს დოზებს იყენებენ.
              უბედური შემთხვევის დროს დაშავებულს სასწრაფოდ პირველადი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ. ამით შეიძლება ადამიანი სიკვდილისაგან ვიხსნათ. სნეულების თავიდან აცილება ისევე მნისვნელოვანია, როგორც მისი მკურნალობა. სასარგებლო საკვები და ვარჯიში ადამიანს აჯანსაღებს და ავადმყოფობისაგან იცავს.
              გადამდები სნეულებებისაგან დასაცავად საჭიროა აცრა. აცრა არის სისხლში მცირე დოზით მიკრობების შეშვება, რაც ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლის უნარს ანიჭებს. სტაციონარსი ადამიანი სამკურნალოდ ან გამოსაკვლევად წვება. ზოგჯერ გაგდუდებელ ოპერაციასაც იკეთებს. სტაციონარში ექიმი ვალდებულია მაქსიმალურად თვალყური ადევნოს და უმკურნალოს პაციენტის ჯანმრთელობას.
             დღევანდელი სტაციონარები აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით, ლაბორატორიებით, რენტგენოლოგიური აპარატებით და სხვა.
            P.S. მე როგორც ახალგაზრდა დედა მინდა, რომ მედიცინაში უფრო მეტი ადამიანი გაერკვეს, რათა თავიდან ავიცილოთ ავადმყოფობა,აშენდეს ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრები, ახალგაზრდებმა შეისწავლონ პირველადი დახმარების წესები, რათა დავიცვათ თითოეული ადამიანის სიცოცხლე.